21:40 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 13:06:17, 3114 ნახვა

საზოგადოება
„ეს გადაწყვეტილება არჩევნებსაც უკავშირდება“ - კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ [ვიდეო]

კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან უახლოეს დღეებში გაიწვევენ.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში სასულიერო პირებთან შეხვედრი დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მთელ რიგ საკითხებზე გვქონდა საუბარი. მთავარი საკითხი იყო კანონპროექტი, რომელიც ეხება კანაფის კულტივაციას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში, მათ შორის უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის ესწრებოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტის გაწვევა მომხდარიყო. გუნდის შიგნით მოგეხსენებათ, გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. მას მივიღებდით მხოლოდ ფართო კონსენსუსის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება მათ შორის ეკლესიასთან შეთანხმებით იქნებოდა მიღებული. ეს პირობა შევასრულეთ. საუბარი იყო ვადებზე, თუმცა გუშინ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ახლა მივიღეთ და ის მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაფორმდება. ამ არჩევნებმაც გვაჩვენა ის განწყობა, რომელიც ჩამოყალიბებულია საზოგადოებაში და ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics