21:40 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 16:06:57, 1089 ნახვა

საზოგადოება
ვაშაძე: ახალქალაქში დაპირისპირების დროს, შტაბის კიდევ ერთი წევრია ნაცემი

„ახალქალაქში დაპირისპირების დროს, ნაცემია შტაბის კიდევ ერთი წევრი, მას ნეკნები აქვს დამტვრეული“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, დაშავებულმა დაშინების გამო, მასზე თავდასხმის ფაქტი დამალა.

„ჩვენთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ ახალქალაქში დაპირისპირების დროს კიდევ ერთი ადამინი არის ნაცემი, ბატონი ჩომარიანი, ის ახლა იმყოფება ახალქალაქში. ჩვენი ინფორმაციით, მას აქვს ნეკნები დამტვრეული, იქიდან გამომდინარე, რომ ის დააშინეს და მასზე იყო ზეწოლა, დამალა ეს ფაქტი. მის ცემაში, ჩვენი ინფორმაციით, ასევე უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ენზელ მკოიანი. ეს არის ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება, ეს არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ჩვენ ახლა ვქმნით ექსპერტ-კრიმინიალისტების, გამომძიებლების და ადვოკატბის ჯგუფებს, რომლებიც მოგვეხმარებიან მსგავსი საქმეების გამოძიებაში. რამდენიმე ჯგუფი უკვე გვყავს, მაგრამ გვჭირდება დამატებითი ჯგუფი ახალქალაქში, რადგან ახლა მიმდიანრეობს მტკიცებულებების გაყალბება, ადამიანებზე ზეწოლა“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ახალქალაქში 30 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს, აშოტ რაისიანს და შტაბის რამდენიმე წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომხდარში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა დაადანაშაულეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics