09:56 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 14:08:19, 441 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბაქოში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად, შვილებთან - ნიკოლოზსა და ანდრიასთან ერთად ჩავიდა.

მათივე ცნობით, ბაქოში ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყებს.

„ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ილჰამ ალიევის სახელით გამართულ მიღებას, მოინახულებს ქართველ სპორტსმენებს ათლეტთა სოფელში, სადაც ილჰამ ალიევის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა სპორტსმენებისთვის მისასალმებელ ღონისძიებას გამართავს.

12 ივნისს კი, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

ოლიმპიადაში, სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
განათლების სამინისტროს ცნობით, სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics