13:29 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-27 15:51:48, 2130 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარიამ გორში 9 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში, დაღუპული 9 წლის გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა და გამოძიებასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა.

„გამოძიება მიმდინარეობდა აქტიურად, გამოძიება ახლა გრძელდება. ეს უდიდესი ტრაგედიაა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მთელ გორს და მთლიანად ქვეყანას. მძიმე დღეები იყო, და პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს და პირად შემადგენლობას, რომელმაც ძალიან აქტიური მუშაობით შედეგად პირველადი შედეგი დადეს. რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. გამოძიება გრძელდება და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ შედეგი იყოს უზუსტესად  დადასტურებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიბანის არმია სამხრეთის გათავისუფლებულ ზონებში შედის
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
ოკუპირებულ ყირიმში ღამით ხანძრები და აფეთქებები დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics