13:29 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 16:35:35, 2424 ნახვა

საზოგადოება
სარალიძის დედა: ვაგრძელებ დღეიდან ყველაფერს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ, პარლამენტის შენობასთან მისი დედა მივიდა.

როგორც მარინა ბეგაძე აცხადებს, საპროტესტო აქციებში დღეიდან თვითონ ჩაერთვება. 

„მართალია, ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ, ზაზა მარტო არ არის. მე ვაგრძელებ დღეიდან ყველაფერს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა. ყველანაირად ჩავერთვები აქციაში. ზაზას მხარს ყოველთვის უმაგრებდა ჩვენი ოჯახი და ახლაც გავაგრძელებთ ასე,“- განაცხადა მარინა ბეგაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გაადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაანონსდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიბანის არმია სამხრეთის გათავისუფლებულ ზონებში შედის
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
ოკუპირებულ ყირიმში ღამით ხანძრები და აფეთქებები დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics