16:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 15:53:12, 1228 ნახვა

კომენტარი
კილაძე ივანიშვილზე: ეს იყო პატრიოტი კაცის ინტერვიუ, რომელმაც გულწრფელად ისაუბრა საჭირბოროტო პრობლემებზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ, პარტია ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებები შეაფასა და ყურადღება მედიის როლზე გაამახვილა.

კილაძის თქმით, მედია, რომელიც არასწორ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ქვეყნის დემოკრატიისთვის საზიანოა.

„ეს იყო გულწრფელი, პატრიოტი კაცის ინტერვიუ, რომელმაც ისაუბრა ძალიან გულწრფელად საჭირბოროტო პრობლემებზე. მე მგონია, რომ მედიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიულ საზოგადოებაში მაგრამ, მაშინ როდესაც მედია არასწორ და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, ეს არის უკვე ქვეყნის და დემოკრატიისთვის საზიანო. სწორედ ამაზე გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი აქცენტი'', - აღნიშნა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან ინტერვიუში, „რუსთავი 2“ არაერთხელ გააკრიტიკა და მას „სიცრუის არხი“ უწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics