15:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 18:11:47, 1112 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა

კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რუსთაველის თეატრში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, შეიქმნება კულტურის საბჭო, რომელიც კულტურის დარგის მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრას დაიწყებს.

„ვაგრძელებ თემატურ შეხვედრებს იმის მიხედვით, რა იქნება მომავალი პრეზიდენტის პრიორიტეტები. დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა. ეს ის დარგია, რაც არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ეს არის მისი ღერძი. კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს კულტურის სფეროს სახელოვანი წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ არჩევნების შემდეგ შეიქმნება კულტურის საბჭო და ერთად დავიწყებთ კულტურის დარგის მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრას, გამორკვევას იმისას, რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, რომ იყოს მათი წარმომადგენელი აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, რომ თავის ადგილას დადგეს საქართველოში კულტურა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics