|
2018-10-23 11:13:34, 999 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება ვენაში საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება ქალაქ ვენაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს. მოხსენება სათაურით "ბლოკჩეინი მთავრობისთვის – კონცეფციიდან რეალობამდე" – საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა წარადგინა. მან უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით საჯარო რეესტრის გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებზე, პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საჯარო რეესტრის წარმომდგენლები ქალაქ ვენაში ევროკომისიისა და ავსტრიის პარლამენტის მოწვევით იმყოფებიან, როგორც იმ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, რომელმაც უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგია მსოფლიოში პირველმა გამოიყენა. სახელმწიფო რეგისტრაციებსა და ტრანზაქციებში ბლოკჩეინის დანერგვის მთავარი უპირატესობა ამონაწერის სანდოობა და უსაფრთხოების გაზრდაა. დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბლოკჩეინის სისტემაში მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი. 2018 წლის პირველი ივლისიდან ავსტრია ევროკომისიის პრეზიდენტი ქვეყანაა და უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან ერთად, მის პრიორიტეტებში, მონაცემთა დიგიტალიზაციისა და ბიზნეს პროცესების ელექტრონულად წარმართვისა და ავტომატიზაციის გზით ევროპის კომპეტენტურობის გაზრდა და შენარჩუნებაცაა. კონფერენცია Crowd Dialog Europe 2018 უკვე მეოთხე წელია ტარდება და მას ევროპის 28 ქვეყნის 250 დელეგატი ესწრება, საქართველოს დელეგაცია კი წელს პირველად იყო მიწვეული. ღონისძიებაზე ექსპერტები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ სერვისებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის, დიგიტალიზაციისა და ალტერნატიული ფინანსების მიმართულებით. კონფერენციას საჯარო რეესტრის წარმომადგენელთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს სსიპ სმარტლოჯიკისა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები.
(NS)
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)