10:24 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 12:18:59, 1634 ნახვა

საზოგადოება
მერია დედაქალაქში ელექტრომობილების მოხმარების წახალისების ინიციატივით გამოდის

თბილისის მერია დედაქალაქში ელექტრომობილების მოხმარების წახალისების ინიციატივით გამოდის.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.

„ელექტრომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილი იქნება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომლებზეც სხვა ავტომანქანებს დაყენების უფლება არ ექნებათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი განახორციელებს ელექტროდამტენების მონტაჟს. იმ ადამიანებს, რომლებსაცსაკუთრებაშიაქვთ ელექტრომობილები, შეუძლიათ მიმართონ გამგეობებს ან მერიას და მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლო, სადაც არის მუნიციპალური პარკინგები, ჩვენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოვაწყობთ სპეციალურ დამტენებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის განმარტებით, დედაქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომანქანა გადაადგილება, აქედან დაახლოებით 50% არის 20 წელზე მეტი ხნის ავტომობილები, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. მისივე თქმით, ყოველწლიურად ავტომობილების იმპორტი 6-7 პროცენტით იზრდება. 

„ეს ძალიან ცუდი რიცხვებია და იმ ნაბიჯებით, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას და დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელიელექტრომობილების შემოსვლას ქართულ ბაზარზე. ამაში იქნება ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართულებით დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივის - "მწვანეპოლიტიკის" სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics