|
2015-06-10 18:08:26, 842 ნახვა
სამართალი
გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმის განხილვის სხდომებზე, ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა შეიზღუდა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯად, გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმის განხილვის სხდომებზე, მოსამართლის განჩინებით ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა სასამართლო განხილვების დასრულებამდე შეიზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ნაფიც მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღო. სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან თუ სასამართლოს აზრით ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როდესაც საქვეყნოობა ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ინტერესებს. ამავე სხდომაზე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა - გ. ოქროპირიძის ბრალდების საქმე განხილულიყო მოსამართლის მიერ, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე დაიწყო ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა. დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე სასამართლოს ინიციატივით - ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემების, პირადი, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით - მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომები დახურა. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებს, პროცესის მონაწილე მხარეებთან ერთად, მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე - ნინო დიდებულიძე დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)