12:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 16:31:07, 4451 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ზურაბ ჯაფარიძე დააკავა

„დედაენის ბაღში“, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ორგანიზებით „კანაფის ლეგალიზების ფესტივალი“ მიმდინარეობს, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.

მისი დაკავების მიზეზი რამოდენიმე მოქალაქისთვის სავარაუდოდ, კანაფის გადაცემა გახდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯაფარიძე არ დაუკავებიათ და იგი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაჰყავთ.

ჯაფარიძის გარდა, პოლიციამ ფესტივალის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.

შეგახსენებთ, მანამდე, პოლიციამ გირჩის ლიდერები - იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი, ასევე ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური, ნიკა ობოლაძე, განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც შსს-ში განმარტეს, განყოფილებაში მათი გადაყვანა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით მოხდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics