|
2015-06-10 14:35:24, 871 ნახვა
სამართალი
შსს-მ ავტოფარეხში დამარხული ცხედარი ცხედარი იპოვა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული მალხაზ ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 2015 წლის 1 ივნისს, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხში, შურისძიების მიზნით ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1970 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტოფარეხშივე დამარხა. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძისძიებების შედეგად, ბრალდებული 9 ივნისს თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – „ნაგანი“-ს სისტემის რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოღებულია. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა დასახელების იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლის იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)