07:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 09:58:14, 2697 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ეროვნული ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

მან საზოგადოებას სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრიობა მისცა. 

„მე თანამდებობიდან მივდივარ. ყველას წარმატებას ვუსურვებ არჩევნებში. ჩვენ სამართლიანი არჩევნების გარანტიას ვიძლევით“, - განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ეს გადადგომა ფორმალურია, თუმცა, მაინც ამაღელვებელი მომენტია მისთვის. 

ფაშინიანის განმარტებით, მისი გადადგომა საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. მისივე მტკიცებით, ვადამდელი არჩევნები სომხეთში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ფაშიანინს სურს, საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერის თანამდებობაზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ, ვინიდან, თუ კანდიდატი ზედიზედ ორჯერ არ დასახელდება, პარლამენტი ავტომატურად დათხოვნილი იქნება და ახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო.

შეგახსენებთ, მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, 8 ივნისს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics