|
2018-10-16 15:41:50, 943 ნახვა
რეგიონი
„თიბისი ბანკმა“ აბაშაში ფერმერებისათვის აგროფორუმი ჩაატარა
რეგიონებში თიბისი ბანკის აგროფორუმები გრძელდება. რიგით მეშვიდე აგროფორუმმა თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გორის, მარნეულისა და ახალციხის შემდეგ ფერმერებს აბაშაში უმასპინძლა. წინა ფორუმების მსგავსად, ფერმერებმა და აგროსექტორით დაინტერესებულმა პირებმა ექსპერტებისგან კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო დარგობრივ და კოოპერაციულ საკითხებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. აბაშაში აგროფორუმი ორ თემატურ მიმართულებად იყო დაყოფილი. თავდაპირველად, თიბისი ბანკმა ფერმერებს ახალი პროდუქტი - სტარტაპ აგროსესხი წარუდგინა და გააცნო, თუ ვის, რა ტიპის მეურნეობისათვის, რა პირობებითა და მოთხოვნებით შეუძლია აღნიშნული სესხით სარგებლობა. მეორე ნაწილი ფრინველის ხორცის წარმოებას დაეთმო. დამსწრე საზოგადოებამ ფრინველის ხორცის ეფექტური წარმოებისა და სახორცე ფრინველის პროდუქტიულობის სტანდარტული მონაცემების შესახებ მიიღო ინფორმაცია, ასევე თუ როგორია მსოფლიოსში და კონკრეტულად საქართველოში სასურსათო ხორცის წარმოებისა და მოხმარების სტატისტიკა. დარგის ექსპერტმა - კომპანია „ნუტრიმაქსი"-ს წარმომადგენელმა, რევაზ ლაფაჩმა ბროილერის მეურნეობის მართვისა და ადმინსიტრირების, ასევე ბროილერის გამოზრდისათვის აუცილებელი გარემო პირობების, კვების ფაზების, რაციონისა და თავისებურებების შესახებ ისაუბრა. აგროფორუმები თიბისი ბანკის მიერ აგროსექტორის განვითარებისათვის განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია. დარგის მხარდაჭერა ფერმერებისათვის აგროპროდუქტების შეთავაზებასთან ერთად, ტრენინგებსა და კონსულტაციებსაც გულისხმობს, სადაც რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარება ხდება. აგროფორუმები სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ. აგროფორუმებზე დასწრება თავისუფალია. თემატიკა კი, რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე - განსხვავებული.
(R)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)