|
2018-10-13 13:40:20, 928 ნახვა
რეგიონი
აჭარაში C ჰეპატიტის, შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგის ხელშეწყობისათვის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის მომზადება დაიწყება
აჭარის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის რგოლში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგის დანერგვის ხელშეწყობისათვის პირველადი ჯანდაცვის პერსონალის მომზადება დაიწყება. პროექტის განხორციელების შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე, აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის დირექტორის მოადგილე - რუსუდან სალუქვაძე, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი - სოფიო მიქელაძე, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, ტუბერკულოზისა და შიდსის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები, პროექტის დირექტორი - უშანგი კილაძე და პროექტის მენეჯერი - ბექა იოსელიანი ესწრებოდნენ. სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია C ჰეპატიტით, აივ ინფექცია/შიდსითა და ტუბერკულოზით გამწვეული ავადობის, სიკვდილობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მკურნალობის ხელშეწყობის მიზნით. „უკანასკნელ წლებში მიღწეული არსებითი გაუმჯობესების მიუხედავად საქართველოში კვლავაც მაღალი რჩება ტუბერკულოზით, აივ ინფექცია/შიდსითა და C ჰეპატიტით გამოწვეული ტვირთი. 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგიები (საქართველოს აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგია 2016-2018 წწ; საქართველოს ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგია 2016-2020 წწ; საქართველოს С ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგია 2016-2020 წწ) განსაზღვრავს იმ ამოცანებსა და დეტალურ ღონისძიებებს, რაც სამივე მიმართულებით უნდა განხორციელდეს, რათა მიღწეულ იქნას დაავადებათა კონტროლის ამოცანები და ქვეყანამ შეძლოს ელიმინაციის სამიზნეების მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში. სტრატეგიული გეგმების შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (შემდგომში გლობალური ფონდი) ხელშეწყობით, უწყვეტად ხორციელდება ამ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის, კონტროლის, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს უნივერსალურ ხელმისაწვდომობას შესაბამის მომსახურებებზე, მაღალი რისკის ჯგუფებისა და ზოგადად მოსახლეობისთვის“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)