01:21 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 20:45:12, 1699 ნახვა

საზოგადოება
თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

თბილისში 11-12 ოქტომბერს გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიგრაციის, მობილობისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის პანელი თემაზე „საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის საკითხებზე“.

ორდღიანი შეხვედრა ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ინიციატივითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანაორგანიზებით მოეწყო.

შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკომისიის, პარტნიორი საერთაშორისო სააგენტოების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოქალაქეთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების სფეროში წარმატებული პრაქტიკა განიხილეს, ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლებიც შეიძლება მსგავსი კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე წარმოიშვას.

შეხვედრის მიზანი კოორდინირებული მიდგომის გამომუშავება იყო, რომლითაც ევროკავშირი, მისი წევრი და პარტნიორი ქვეყნები იხელმძღვანელებენ კომუნიკაციისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ერთიანი სტრატეგიების განხორციელებისას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics