|
2018-10-11 12:38:50, 670 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის გეოსივრცითი ინფორმაციის მართვისა და განვითარების გამოცდილებას „ევროგრაფიკსის“ გენერალური ასამბლეის წევრები გაეცნენ
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო ასოციაციის „ევროგეოგრაფიკსის" გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარი ხარძიანმა ასამბლეის მონაწილეებს გეოსივრცითი ინფორმაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრის გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიებაზე მან საჯარო რეესტრში კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო საქმიანობებზე ისაუბრა. წლევანდელი ასამბლეა პრაღაში გაიმართა და მასში ასოციაციის 51 წევრი ორგანიზაციის 144 წარმომადგენელი მონაწილეობდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2010 წლის 1 ივნისიდან არის საერთაშორისო ასოციაციის „ევროგეოგრაფიკსი" წევრი. მასში გაერთიანებულია 46 ქვეყნის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის 63 ეროვნული ორგანო. „ევროგეოგრაფიკსს" მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და დიდი წვლილი შეაქვს ევროკავშირის მნიშვნელოვანი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაში. საქართველო, წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახით, 2011 წლიდან მონაწილეობს „ევროგეოგრაფიკსის" პროექტებში (EuroGlobalMap, EuroRegionalMap). მის პროექტებსა და ღონისძიებებში ჩართულობა საშუალებას იძლევა განვითარდეს საჯარო რეესტრის რესურსი გეოინფორმაციულ სფეროში, მოხდეს ევროპული ქვეყნების წამყვანი ექსპერტებისაგან ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების მიღება. „ევროგეოგრაფიკსის" გენერალური ასამბლეა წარმოადგენს ასოციაციის მთავარ ღონისძიებას, სადაც განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები გეოსივრცითი ინფორმაციის მიმართულებით, მტკიცდება ორგანიზაციის საოპერაციო გეგმა და ბიუჯეტი. ასამბლეა ასევე მნიშვნელოვანია წევრი ქვეყნების კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოთა გამოცდილების გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების გაცნობის და ახალი ტენდენციების განსაზღვრის კუთხით.
(NS)
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)