22:34 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 10:09:02, 792 ნახვა

საზოგადოება
ფრანკფურტის ბაზრობაზე მარტინ პარის City Book Tbilisi-ის პრეზენტაცია შედგა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში Magnum Photos ფოტოგრაფის, მარტინ პარის City Book Tbilisi-ის პრეზენტაცია გაიმართა.

პარტინ პარის ნამუშევარი თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, Magnum Photos პრეზიდენტთან, პროექტის ხელმძღვანელთან და მწერალ აკა მორჩილაძესთან ერთად წარადგინა.

City book Tbilisi ფოტოგრაფის მიერ თბილისში 2018 წელს გადაღებული ფოტოებით შეიქმნა და ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან, Prestel Publishing-თან თანამშრომლობით მიუნხენში გამოიცა. ალბომის ტექსტის ავტორი აკა მორჩილაძეა.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მხარდამჭერები არიან Magnum Photos, „თიბისი ბანკი“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და „საქართველოს ავიახაზები“.

დღესვე, დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა ექსპოზიცია "თბილისი მაგნუმის წიგნებში", რომელზეც 1947-2018 წლებში, 9 უცხოელი ფოტოგრაფის მიერ თბილისში გადაღებული 23 ფოტო იყო წარმოდგენილი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics