|
2018-10-10 17:33:35, 1062 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის ა. რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ნიგაზეულის საჯარო სკოლის მასწავლებელს ნატო ცეცხლაძეს და დაბა შუახევის საჯარო სკოლის მასწავლებელს ესმა მაკარაძეს პროფესიული დღე მიულოცა. შუახევის მერმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ნატო ცეცხლაძე ნიგაზეულის საჯარო სკოლის ბუნებისა და მე და საზოგადოების მასწავლებელია 2009 წლიდან დღემდე. იგი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მოსწავლე - ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეს ემსახურება გულმოდგინედ და შესაშური ენერგიით, რისთვისაც არაერთი სიგელი და მადლობის ბარათი არის დაჯილდოვებული. მისი ინიციატივით სკოლაში დაფუძნდა თეატრალური კლუბი “მომავლის თეატრი“, განახორციელა არაერთი სპექტაკლის დადგმა, ხელმძღვანელობს კავეენის გუნდს, აგრეთვე სისტემატიურად ატარებს სკოლაში ინტელექტუალურ თამაშებს. ესმა მაკარაძე დაბა შუახევის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია 1970 წლიდან დღემდე. იგი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მოსწავლე - ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეს 50 წელია ემსახურება დიდი სიყვარულით, რისთვისაც არაერთი სიგელი და მადლობის ბარათი აქვს მიღებული. დიდია ასევე მისი წვლილი მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადებსა თუ სხვა კონკურსებში მოპოვებულ წარმატებებში.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)