21:08 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 15:16:28, 707 ნახვა

რეგიონი
აჭარაში 100 წელს გადაცილებული 36 მოქალაქე ცხოვრობს

აჭარაში 100 წელი კიდევ ერთ მოქალაქეს შეუსრულდა. ფატი მანელიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას მკვიდრია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იგი პროფესიით პედაგოგია, საგანმანათლებლო საქმიანობას 50 წლის განმავლობაში ეწეოდა. ჰყავს ერთი შვილი, ორი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი.

უხუცეს ქალბატონს იუბილე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ მიულოცეს. მინისტრმა მანელიშვილს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცა.

„100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წლის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 36 მოქალაქე ცხოვრებს. ყველა მათგანი ქალბატონია. მიმდინარე წელს 100 წელი 9 მოქალაქეს შეუსრულდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics