02:51 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 09:21:11, 1330 ნახვა

პოლიტიკა
მოგერინი: სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც

სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ფრანკფურტის წიგნის 70-ე გამოფენის გახსნა. 

"ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო. ყოველთვის ასეთი ვარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით, რადგან გულითადი სათქმელი მინდა გაგანდოთ. როდესაც მოსაწვევი მივიღე, გავიფიქრე - რამხელა პატივი მარგო განგებამ. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი,  რატომ მე და ორი მიზეზი ვიპოვე პასუხად. ორივე აშკარა და ცხადია. პირველი ის გახლავთ, რომ სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც.

მეორე ის გახლავთ, რომ სადაც ადამიანის უფლებებს ზეიმობენ, წარმოაჩენენ ან იცავენ, სწორედ იქ უნდა იყოს ევროკავშირი",- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics