09:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 18:13:14, 2027 ნახვა

კომენტარი
დავით სონღულაშვილი: სალომე ზურაბიშვილი იქნება კიდევ ერთი დიდი ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის როლს და ფუნქციას პრეზიდენტის პოსტზე, საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველად ვხედავ, ის არ იქნება რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით სონღულაშვილმა გურჯაანში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მსურს მივესალმო პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობის პოსტზე ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. ყველა არჩევნების წინ მოვდივართ თქვენთან და გთხოვთ, რომ ხმა მოგვცეთ. თუმცა, აქ სულ სხვა რამისთვის შევიკრიბეთ, არ მინდა, რომ ხმა მისცეთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წინაპრები გურჯაანიდან არიან, არ მინდა მხარი დაუჭიროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია, მხოლოდ იმიტომ, რომ ემიგრაციაში გაიზარდა და სამშობლოს სიყვარულმა დააბრუნა დღეს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. მინდა, გთხოვოთ არა ხმის მიცემა, არამედ ინფორმირებული, სწორი არჩევანის გაკეთება. გულით, გრძნობით და გონებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის როლს და ფუნქციას პრეზიდენტის პოსტზე, სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველად ვხედავ, ის არ იქნება რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარი. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე იქნება კიდევ ერთი დიდი ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლების შორის“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics