01:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 11:41:52, 2136 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს გენმდივანი რუსეთს მოუწოდებს საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს საქართველოს რეგიონებიდან ჯარები გაიყვანოს, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი უნდა თქვას. მანვე დასძინა, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა და ქვეყანას წევრობასა და რეგიონების დათმობას შორის არჩევანის გაკეთება არ მოუწევს. 

"დღევანდელმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ კომისიის სხდომა სასიკეთოა როგორც ნატო-სთვის, ასევე საქართველოსთვის. ეს თანამშრომლობა ნიშნავს ერთმანეთის მხარდაჭერას, ერთმანეთის დაცვას და ერთად დგომას უსაფრთხოების საერთო გამოწვევების წინაშე. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან და დღევანდელ შეხვედრაზე ეს პოზიცია ყველა მოკავშირემ გამოხატა. ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის. დღეს ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. მივესალმებით იმ პროგრესს რომლიც საქართველომ რეფორმების კუთხით მიაღწია და მოვუწოდებთ, აღებული კურსი გააგრძელოს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics