06:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 12:26:42, 3917 ნახვა

მსოფლიო
ლას-ვეგასში კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ, გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ლას ვეგასის პოლიციამ პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლაб - ამის შესახებ The New York Times იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, საქმე ეხება 2009 წლის 13 ივნისის ინციდენტს, რომელიც ლას ვეგასში მდებარე სასტუმრო Palms Place-ში მოხდა. კერძოდ, 34 წლის ამერიკელი კეტრინ მაიორგა ამბობს, რომ რონალდომ ის გააუპატიურა. მისივე თქმით, ის ფეხბურთელს ერთ-ერთ ღამის კლუბში შეხვდა, რის შემდეგაც მან ქალი საკუთარ ნომერში დაპატიჟა. 

ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 2009 წელს ძალადობის ფაქტზე პოლიციას მიმართა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, თუმცა არ უთქვამს ვინ იყო მოძალადე. 2018 წლის სექტემბერში მან საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება მოინდომა. 

გერმანულ გამოცემა Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაიორგამ აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა მას დუმილის სანაცვლოდ 375 000 დოლარი გადაუხადა. 

თავად რონალდუ ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერი ორმხრივი შეთანხმებით მოხდა და მაიორგას სურს, რომ მისი დახმარებით ცნობილი გახდეს. მან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ფიქცია უწოდა. 
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics