|
2018-10-01 10:37:23, 655 ნახვა
რეგიონი
რაჭის რეგიონში რთველი აქტიურად მიმდინარეობს
რაჭის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. 30 სექტემბრის მდგომარეობით, რაჭაში 155 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, რაჭაში რთველი ისეთივე წარმატებით ჩატარდება, როგორც კახეთის რეგიონში. „დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 18 ღვინის მწარმოებელი კომპანია 8 ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს. ოთხი მიმღები პუნქტი გახსნილია ქალაქ ამბოლაურში, ორი სოფელ ხვანჭკარაში და თითო პუნქტი - სოფელ ჭრებალოსა და ბუგეულში. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირებულია 29 ღვინის ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის პროცესში ჩაერთვებიან" - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა. რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 25 სექტემბერს გაიხსნა. წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონამდე მოსავალს ელიან. რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში, სადაც წელს გადამუშავებულმა ყურძენმა და მევენახეების შემოსავალმა, ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: გადამუშავებულია 180 ათასამდე ტონა ყურძენი, მევენახეების შემოსავალმა რთველის დაწყებიდან დღემდე 245 მლნ ლარს მიაღწია.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)