|
2018-09-29 12:29:18, 668 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპულიკური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ ექიმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისების თაობაზე მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, სახელმწიფო არ აპირებს გაასხვისოს რესპუბლიკური საავადმყოფო, აღნიშნული მიდგომა კი განპირობებულია ერთი მხრივ, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობით, მეორე მხრივ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს როგორც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ფასების ადეკვატურობას. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ სახელმწიფო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ აპირებს გაასხვისოს რესპუბლიკური საავადმყოფო. ცენტრალურ დარგობრივ სამინისტროსთან ერთად, რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ძალიან მალე შეიქმნება მართვის ცენტრალიზებული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ახლად აშენებული რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველ ეტაპზე - აღჭურვას, ხოლო შემდგომ უკვე მართვას და ამ კონკრეტულ პროცესში, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება დაცული ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ძალიან დასაფასებელი ნაწილის, ექიმების ინტერესი”, - აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სახელმწიფო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების სტრატეგიაზე და ქ. ბათუმის რესპულიკური კლინიკური საავადმყოფო სამედიცინო საქმიანობას სწორედ ამ სტრატეგიის შესაბამისად გააგრძელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე უპასუხა ექიმების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას და მზადყოფნა გამოთქვა მათთან ხშირი შეხვედრებისა და კომუნიკაციის.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)