13:38 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 14:05:29, 1238 ნახვა

საზოგადოება
მაღალჩინოსნების ხელფასებზე და დანამატებზე ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება

ახალ ვებგვერდზე Datalab.ge მაღალჩინოსნების ხელფასების, დანამატების, სამივლინებო, საწვავისა თუ სხვა სახის ხარჯების შესახებ ინფორმაცია განთავსდება.

ვებგვერდი "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) წარადგინა.

შეხვედრა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა გახსნა. მან ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე რაც საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებობს.

„აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ და იუსტიციის სამინისტრომ დააჩქარონ პარლამენტში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონპროექტის წარდგენა, სადაც, ვფიქრობ, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ღია მონაცემთა გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის საკითხები,“ – განაცხადა ლევან ავალიშვილმა.

რაც შეეხება ახალ ვებგვერდს, IDFI-ის ელექტრონული მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ტურაშვილის განცხადებით, ბაზა მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სტატისტიკა, ჯანდაცვა, განათლება და სხვა. 

www.DataLab.ge-ზე მოცემულია 800-ზე მეტი საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა, 165 ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებიდან. მონაცემები ეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საჯარო ადმინისტრირება, ფინანსები, ტრანსპორტი, საზოგადოება, ეკონომიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, დანაშაულის სტატისტიკა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, განათლება და გარემო“, - განმარტა თეონა ტურაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics