|
2018-09-27 15:31:31, 733 ნახვა
რეგიონი
მერისის ხეობას ტურისტები ფოლკლორის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. ამჯერად, სააგენტოს ორგანიზებით გიდებმა ქედაში მერისის ტურისტულ მარშუტზე იმოგზაურეს. ინფოტურის მონაწილეებმა ყველა ის ტურისტული ღირსშესანიშნაობა, საოჯახო-სასტუმრო სახლი და ტურისტული სერვისი მოინახულეს, რისი ნახვაც ტურისტებს მერისში მოგზაურობისას შეუძლიათ. ულამაზესი მერისის ხეობა ბათუმიდან 50 კილომეტრში მდებარეობს და ის იდეალური ადგილია ბუნებაში დასვენების, აჭარული სოფლების, ტრადიციების გაცნობისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების მსურველთათვის. გამორჩეულია მერისული ფოლკლორიც, რომლის მოსასმენად და შესასწავლადაც სოფელს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ამ მხრივ აღსაღნიშნავია თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლი სოფელ გარე ტყეში, სადაც სიმღერის ნიჭი და სიმღერები თაობებს გადაეცემა. ტურისტების ყურადღებას იპყრობს მერისის სიმწვანეში ჩაფლული ულამაზესი ჩანჩქერი და საპიკნიკე ტერიტორია, რომლებიც ხეობის მთავარ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ. მერისის ტურისტული მარშრუტი მარკირებულია. დაბეჭდილია მარშრუტის ტურისტული რუკაც, რაც ტურისტებს ხეობაში მოგზაურობას უმარტივებთ. მთიან აჭარაში მერისის მსგავსად 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელთა განვითარებაც ეტაპოპრივად მიმდინარეობს. მათი პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარე წელს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 200-ზე მეტ გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთიანი აჭარა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)