|
2018-09-26 16:36:55, 831 ნახვა
რეგიონი
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საპილოტო პროექტის თანამშრომლებმა მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესა და სოფელ ვედიდკარის მაჟორიტარ დეპუტატს მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ამოცანები და სოფელ ვედიდკარში დაგეგმილი სამუშაოები გააცნეს. სოფელ ვედიდკარის საპილოტო არეალზე საველე ტექნიკური სამუშაოების დაწყება ოქტომბერში იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მიწის ნაკვეთების აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები განხორციელდება, მოხდება მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ, ასევე დაინტერესებულ პირებს ადგილზევე გაეწევათ შესაბამისი კონსულტაციები მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ვედიდკარი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)