12:28 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 13:39:47, 1494 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ გია თვალავაძეს პატიმრობა შეეფარდა - ის ბრალს არ აღიარებს

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსს, გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე გირაოს. აღსანიშნავია, რომ პროცესის მიმდინარეობისას ერთ-ერთი ბრალდებული შეუძლოდ გახდა და მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. 

რაც შეეხება სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს, მისი ადვოკატის ლალი აფციაურის მტკიცებით, ის ბრალს არ აღიარებს. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ აღიარებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას. აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია იქნება, რომ არ უნდა იყოს არანაირი სახის აღმკვეთი ღონისძიება გამოყენებული. გამოძიების დაწყებას არავინ არავის უშლის. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი დაადანაშაულონ ამა თუ იმ დანაშაულში. გამოძიების დაწყების პრობლემა არ არის“, - აღნიშნა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ გამოძიება გია თვალავაძეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. თვალავაძე 24 სექტემბერს სპეცოპერაციისას საკუთარ კაბინეტში დააკავეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics