12:28 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 10:23:11, 1150 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ.

გარდა ამისა, ამავე პერიოდიდან, ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები. კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და ტაქსების ლიცენზირების თემაზე გაამახვილა ყურადღება.

„საუბარია ფერზე, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რომელიც სავალდებულო იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. ამასთან, მომავალი წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ უნებართვო საქმიანობის მიმართ მკაცრი მიდგომა გვექნება, ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. ერთწლიანი ნებართვის საფასური შიდა წვის ძრავიან ავტომობილზე შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდულზე – 50 ლარს, ელექტროავტომობილებისთვის კი, უფსაოა“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებითვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური უფასო პარკირების ადგილები, ასევე ავტომობილებზე რეკლამისთვის კონკრეტული ადგილი განისაზღვრება და რეკლამიდან შესული თანხა მძღოლების საკუთრება იქნება.

„გარდა ამისა, ტაქსის მანათობელი, რომელსაც დედაქალაქის მერია დაამზადებს, პირველ ჯერზე მათ გადაეცემათ უფასოდ. დაზიანების და გატეხვის შემთხვევაში კი, ყიდვა მოუწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics