|
2018-09-20 18:56:03, 890 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ხვალ ანესთეზიოლოგია-ინტენსიური თერაპიის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
21 სექტემბერს, 09:00 საათზე, “ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირი”, ბათუმში, სასტუმრო “SHERATON” -ში ატარებს ანესთეზიოლოგია-ინტენსიური თერაპიის მესამე საერთაშორისო კონფერენციას - „ჯეოანესთეზია 2018“. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა, საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია, საქართველოს კლინიკურ ტოქსიკლოგთა ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აჭარის მთავრობა. კონფერენცია აკრედიტირებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები (15 კრედიტ–ქულით). კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება სამი ვორქშოპი. აღსანიშნავია, რომ გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ა.შ. კონფერენციას დაესწრება ხუთასამდე დელეგატი. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სექტემბერში, ქალაქ ბათუმში ჩატარდა ანესთეზიოლოგია–ინტენსიური თერაპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2016“, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სპიკერები 12 სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია არამარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და გამოითქვა სურვილი – ჯეოანესთეზიამ მიიღოს პერმანენტული ხასიათი. მსგავსი ფორუმები მიზნად ისახავენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დაახლოვებას, პროფესიულ გაერთიანებასა და პროგრესს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა არამარტო ანესთეზიოლოგიისა და ზოგადად – კრიტიკული მედიცინის, როგორც ერთერთი ყველაზე სწრაფად განახლებადი მედიცინის დარგის წარმომადგენლებისთვის, არამედ მეანობაში, პულმონოლოგიასა და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვისაც. კონფერენცია დასრულდება 23 სექტემბერს.
(NS)
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)