04:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 11:24:53, 4418 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს [ვიდეო]

ესპანეთში სამართალდამცველებმა ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ MSN იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თხუთმეტივე პირი საქართველოს მოქალაქეა. დაკავებულებს შორის ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ მამაკაცი 53 წლისაა და წარსულში რუსეთში იყო ნასამართლევი.

მედიის ცნობით, დაკავებულებს ბრალად ბარსელონაში ათეულობით ბინისა და სახლის გაძარცვა ედებათ. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 13 ათასი ევრო, ორი კილოგრამი ოქროს ნაკეთობა და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ინსტრუმენტები ამოიღეს.

13 დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ორი გირაოთი გაათავისუფლა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics