01:19 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 16:35:28, 2834 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში ცვლილებები დაამტკიცა

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გავითვალისწინეთ“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

“წინა სხდომაზე განვიხილეთ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" რეკომენდაციები მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციის წინადადებებიდან გამომდინარე დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგინეთ ცვლილებების პაკეტი, რასაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა. ცვლილებები ითვალისწინებს მეტად განჭვრეტად პროცედურებს მოსამართლეთა შერჩევა -დანიშვნის პროცესში. გაზიარებული არის ვადების კორექტირების და კიდევ სხვა საკითხი, რომელიც პრინციპში პრაქტიკით მოწესრიგებული იყო, თუმცა მეტი გამჭვირვალობისთვის მოხდება ამის დეკლარირება შესაბამის წესში. ყველას ეცოდინება იმ პროცედურების თაობაზე, რომელიც თან ახლავს მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნის პროცესს“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

პროექტს მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თერთმეტმა წევრმა დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics