04:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 11:58:53, 4781 ნახვა

მსოფლიო
მერკელი: რუსეთი საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვითარების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მერკელმა ლიეტუვას ქალაქ რუკლაში გერმანელ სამხედრობთან შეხვედრის დროს გააკეთა.

როგორც მერკელმა აღნიშნა, თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს წერვი არ არის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვის. კანცლერის განმარტეით, რუსეთმა ან დაყო ამ ქვეყნების ტერიტორიები ან შიდა კონფლიქტები წარმოქმნა.

კონკრეტულ მაგალითებად გერმანიის კანცლერმა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული ვითარება დაასახელა.

გერმანიის კანცლერმა ვილნიუსში მოლაპარაკებები ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერებთანაც გამართა. ანკელა მერკელმა მინსკის შეთანხმების შესრულებამდე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება გამორიცხა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics