06:31 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 17:09:29, 1523 ნახვა

საზოგადოება
ქინძმარაულისა და გუმათჰესის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს. მასშტაბური პროექტი ხორციელდება ქინძმარაულის ქუჩაზე, სადაც 6 400 კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება და ტროტუარი მოეწყობა. 

სამუშაოები უკვე დასრულდა გუმათჰესის ქ. N7-N9-სა და იდუმალას ქ. N6-N4-ის მიმდებარედ, სადაც 2 200 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა. გზასა და შიდა ეზოებში ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ტროტუარები და ბორდიური. 

ქვემო სამგორში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების მიმართულებითაც. მოსკოვის გამზირზე N36 კორპუსის მიმდებარედ, წყალარინების ქსელი სრულად შეიცვალა. ამჟამად, წყალარინების ქსელის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მიმდინარეობს მოსკოვის გამზირის N36 დ და N36 გ კორპუსების მიმდებარედ. 

ქვემო სამგორში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად დაათვალიერა.

გამგებელი სხვადასხვა მისამართზე მოსახლეობას შეხვდა და გამგეობის მიერ დაგეგმილი სხვა პროექტები მათთან ერთად განიხილა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics