|
2018-09-14 12:52:48, 972 ნახვა
რეგიონი
დაპირისპირება გორში - მოსახლეობა 18 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს (ვიდეო)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმის სრულფასოვან გამოძიებას და მკვლელის დასჯას ითხოვენ. მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად, გორის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რაც სამართალდამცველებთან სიტყვიერ დაპირისპირებასა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ადგილზე ათობით პოლიციელია მობილიზებული. შეგახსენებთ, თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მამა, მერაბ მერებაშვილი აცხადებს, მისი შვილი მოკლულია. მისივე თქმით, გარდაცვალებამდე თორნიკე მერებაშვილმა ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა. შვილმკვდარი მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების არასწორი კუთხით წარმოებაში ადანაშაულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე და 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)