|
2018-09-13 13:52:05, 858 ნახვა
რეგიონი
სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები საინფორმაციო შეხვედრას მართავენ
ამ წუთებში, სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სამინისტროს ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მიზანს ბავშვთა ორგანიზებული დაწესებულებების სასწავლო პროცესისათვის მზადყოფნის ხელშეწყობა წარმოადგენს. შეხვედრას მინისტრები, ზაალ მიქალაძე და ინგა შამილიშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის, რესურსცენტრების, ბაღების გაერთიანებებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პირველადი პრევენციული ღონისძიებებით უზრუნველყოფაზე, ორგანიზებული ჯგუფების იმუნური სტატუსის სრულყოფაზე, მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა ცნობიერების გაზრდაზე პრიორიტეტულ დაავადებათა პრევენციის შესახებ. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ წარდგენილ იქნება ინფორმაცია ქვეყნისა და რეგიონის დონეზე არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ, ვაქცინოპროფილაქტიკის მნიშვნელობის, 2018 წელს ეპიდემიის სალიკვიდაციოდ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე გაიცემა რეკომენდაციები ორგანიზებულ დაწესებულებებში (სკოლკებსა და ბაღებში) ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)