20:10 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 09:25:29, 604 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: პრობაციის სამსახურის უფროსის საქმეში არსებობს ნიშნები, რომ თვითმკვლელობას ჰქონდა ადგილი

„პრობაციის სამსახურის უფროსის საქმეში არსებობს ნიშნები, რომ თვითმკვლელობას ჰქონდა ადგილი“,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, თვითმკვლელობის მიზეზებზე და მოტივებზე საუბარი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდება.

„მინდა ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ოჯახს მივუსამძიმრო. ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, კონკრეტულად რა იყო და რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, თუმცა პოლიციაში შესული შეტყობინებიდან გამომდინარე, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო. შესაბამისად, ნიშნები არსებობს, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, თბილისის პრობაციის სამსახურის  ხელმძღვანელმა ბესიკ ცხადაძემ ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში გუშინ ჭრილობა მიიყენა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ  შეძლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics