18:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 11:13:26, 980 ნახვა

ეკონომიკა
ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება

ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება და აღნიშნული რეგულაცია ლიზინგზეც გავრცელდება, - შესაბამის ცვლილებებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი ინიციატივა  საქართველოს მაკროეკონომიკურ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში ლარიზაციას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. შესაბამისად, საკრედიტო-საფინანსო პროდუქტებთან მიმართებით ერთიანი მიდგომებისა და მომხმარებელთა დაცვის უზრუნველსაყოფად, მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ეს პოლიტიკა ლიზინგზეც გავრცელდეს.

„წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას რეგულაციაში, რომლის თანახმადაც, 100 000-ლარიანი ზღვარი იზრდება 200 000 ლარამდე.  ამასთან, თუ მოქმედი რედაქციის თანახმად შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირისაგან ლიზინგის საზღაურის ფასის მიღებაზე და ფიზიკურ პირზე საბანკო კრედიტის გაცემაზე, ცვლილებების შედეგად,  აღნიშნული პოლიტიკა გავრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს, მხედველობაში მაქვს ე.წ ამხანაგობები. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაზღვიოთ ის რისკები, რომლებიც დაფიქსირდა 2016-2017 წლებში. ლარიზაცია ჩვენი სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკის შექმნის და განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს მაკროეკონომიკურ პოზიციებს. ჩვენი ამოცანაა, საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი გარე რისკების მიმართ და ეს ნაბიჯი არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება ამ გზაზე", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics