19:07 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 16:54:53, 1158 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018“ სიტყვით გამოვიდა

ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სესიაზე „გლობალური უსაფრთხოება“ ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგა. მინისტრმა ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაზე, ტერიტორიულ თავდაცვაზე და თანამედროვე გლობალურ უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
ლევან იზორიასთან ერთად, სესიაზე მომხსენებლად შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მთავარი მრჩეველი ანდრეა ტომპსონი მონაწილეობდა. მან აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორობას ერთობლივი წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“ ადასტურებს.

სესია „გლობალური უსაფრთხოება“ კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მთავრობის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები აშშ-დან და ევროპიდან დაესწრნენ.

სესიის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მთავარ მრჩეველთან ანდრეა ტომპსონთან, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics