|
2018-09-10 13:35:10, 1060 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება
„ოპოზიცია უკვე ვალდებულია მოიგოს ეს არჩევნები. არ დავუშვათ, საქართველოს ყავდეს პრეზიდენტი, რომელიც აზიანებს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნმდა მხარი დაუჭირა პოლიტიკოსს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს. „ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ადამიანს, პოლიტიკოსს რომელსაც არაერთგზის ღიად და საჯაროდ აქვს განცხადებული, რომ საქართველო არის აგრესორი და ყავს დადანაშაულებული საკუთარი ქვეყანა ჩვენივე ტერიტორიაზე ომის დაწყებაში. ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ“ წაშალა გამყოფი ხაზი რომელიც აქამდე გადიოდა პარტიულ სიმპატიაზე და პარტიულ ინტერესზე. დღეს წყალგამყოფი აღარ არის პარტიული სიმპატია, დღეს წყალგამყოფი არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი. გვინდა თუ არა ქართველებს, პრეზიდენტი იყოს ადამიანი რომელიც ჩვენ საკუთარ სამშობლოს აცხადებს აგრესორად და აბრალებს ომის დაწყებას. ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა პოლიტიკური რეალობა და პოლიტიკური ლანდშაფტი. ამიტომ მინდა მივმართო პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს: ჩვენ შორის შეიძლება იყოს ძალიან დიდი პარტიული და პოლიტიკური განსხვავებები, მაგრამ ჩვენ ყველა ვართ ქართველები, ამ ქვეყნის მოქალაქეები და მხოლოდ ამის შემდეგ ვეკუთვნით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, მე ეჭვი არ მეპარება თქვენს პატრიოტიზმში და იმედი მაქვს, რომ თქვენთვის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის პირველ ადგილას ყოველთვის იდგება საქართველო და არა პარტია და არა „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება. მინდა მივმართო სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს ვინც დარეგისტრირებულია ამ არჩევნებში: „ქართული ოცნების“ გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიცია უბრალოდ ვალდებულია მოიგოს ეს არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენი ყველას ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველოს ყავდეს პრეზიდენტი რომელიც აზიანებს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფროებრივ ინტერესებს. ამიტომ მოვუწოდებ ყვლა ოპოზიციურ კანდიდატს, შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე შეტევა და თავდასხმა გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი, მთელი ჩვენი ოპოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, გუშინ მმართველმა გუნმდა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)