15:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 16:56:37, 1471 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

საქართველოში ვიზიტით შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“-ს მფლობელი, პიტერ შპულერი იმყოფება. 

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის დამფუძნებელს შეხვედრა ჰქონდა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძესთან და თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში  „შტადლერის“ რეგიონული ქარხნის  მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. 

ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც ,,საქართველოს რკინიგზას“, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვისაც დაამზადებს მოძრავ შემადგენლობებს. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელმა ლიდერმა შვეიცარიულმა კომპანია „შტადლერმა“, „საქართველოს რკინიგზამ“ და  თბილისის მერიამ  რეგიონული საწარმოს მშენებლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წლის  ივნისის თვეში გააფორმეს.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics