00:02 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 13:09:46, 845 ნახვა

საზოგადოება
მერია: ყიფიანის ქუჩაზე კლდე არ ჩამონგრეულა

ყიფიანის ქუჩაზე კლდა არ ჩამონგრეულა, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. 

"ექსპრესიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ, გვიან ღამით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში და რაიონულ გამგეობაში მოსახლეობისგან შევიდა შეტყობინება ყიფიანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლასთან დაკავშირებით. ინფორმაცია ადგილზე ოპერატიულად გადამოწმდა და დადგინდა, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა. 

ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა სამი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო, ვიდრე ხელახალი გეოლოგიური დასკვნები შემუშავდებოდა. ახალი დასკვნის საფუძველზე, ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ, ადგილზე მიმდინარეობს კლდის გამაგრებითი სამუშაოები. 

თბილისის მერიის ინიციატივით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად დაიგეგმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა, ახალი გეოლოგიური დასკვნების მიხედვით განსახორციელებელი სამუშაოების გაცნობის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა
აშშ-მ გაამკაცრა ვიზების გაცემის წესები უცხოელი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics