|
2015-06-05 16:04:18, 397 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის საკითხებში სამინისტროს სპეციალური ბრიტანელი მრჩეველი საქართველოს დღეს ტოვებს
თავდაცვის საკითხებში სამინისტროს სპეციალური ბრიტანელი მრჩეველი საქართველოს დღეს ტოვებს. გამგზავრებამდე სტივენ გლოვერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და სამინისტროს თანამშრომლები დაემშვიდობნენ. მათ სტივენ გლოვერს გაწეული დახმარებისთვის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. სტივენ გლოვერმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა, ქართველ კოლეგებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ მომავალშიც საქართველოს ახლო მეგობრად დარჩება. დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სპეციალური მრჩეველი ოთხი წლის წინ მოავლინა. სტივენ გლოვერი თავდაცვის უწყებას ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების პროცესში დახმარებასა და კონსულტაციებს უწევდა. მან სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)