|
2018-09-04 13:23:27, 1054 ნახვა
რეგიონი
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სათვირთო ავტომობილის დაგორების შედეგად ერთი მესაზღვრე დაიღუპა
წითელ ხიდზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა, - ამის შესახებ Haqqin.az იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საზღავრზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი, რომელიც შემოწმების მიზნით იყო გაჩერებული, დაგორდა. მედიის ცნობით, სატვირთო ავტომობილის დაგორების შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა. "იმ დროს, როდესაც სატვირთო ავტომობილის მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, რათა სამართალდამცველებისთვის საბუთები წარედგინა, მანქანის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რამაც მანქანის დაგორება გამოიწვია. აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც ამ დროს სატვირთო ავტომობილის წინ იმყოფებოდა, დაჯახების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა", - ნათქვამია აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ქართული სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)