00:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 12:00:22, 1027 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: ევროპული სკოლის დაფუძნება ევროკავშირთან ინტეგრაციის კიდევ ერთი ხელშესახები შედეგია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნის საკითხები განიხილეს. 

გიორგი მარგველაშვილი მიესალმა თბილისში ევროპული სკოლის დაფუძნებას, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის კიდევ ერთ ხელშესახებ შედეგს, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა თაობას, არამარტო საქართველოდან, არამედ პარტნიორი ქვეყნებიდან, რომ ევროპული ხარისხის განათლება მიიღოს და მადლობა გადაუხადა ევროკომისარს თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნაში შეტანილი წვლილისათვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკომისრის მოლაპარაკებებისა და საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიმართულებით.

გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, საერთაშორისო თანამეგობრობას კი აღნიშნული საკითხის მიმართ აქტიური ქმედებისა და კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის დელეგაციის წევრები, საქარათველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics