03:10 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 11:33:17, 3551 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში ხანძრის შედეგად 20 მილიონი ექსპონატი განადგურდა (ვიდეო)

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ეროვნული მუზეუმი დაიწვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მილიონობით ექსპონატი, არქეოლოგიური მასალა, ხელოვნების ნიმუშები და დოკუმენტები განადურებულია.

მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მუზეუმში დაცული იყო 20 მილიონი არტეფაქტი.

როგორც BBC იტყობინება, მუზეუმში 20 მილიონი იშვიათი ექსპონატი იყო განთავსებული. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სამხრეთ და ჩრდილო ამერიკის მცენარეების, მინერალების, ცხოველების, მუმიებისა და ინდური ჭურჭლის იშვიათი ექსპონატები. ექსპოზიციაში შედიოდა დინოზავრის ჩონჩხი და 12 ათასი წლის წინანდელი თავის ქალის ძვლის ნაწილები.

მომხდარს ბრაზილიის კულტურის მინისტრი სერჟიუ სა ლეიტანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ეს კულტურის სფეროს უდიდესი ტრაგედიაა". მისივე თქმით, ხანძარი გულგრილობის გამო მოხდა, რადგან "წლების განმავლობაში არ იყო საკმარისი დრო და რესურსი, რათა მუზეუმი გაეუმჯობესებინათ და მსგავსი ფაქტი არ მომხდარიყო".

ცნობისთვის, წელს მუზეუმი 200 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ის 1818 წელს პორტუგალიელმმა მეფემ ჟუან მეექვსემ დაარსა.  









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics