22:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 16:32:48, 1195 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანთანაა დაპირისპირებული

„ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანთანაა დაპირისპირებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან, ვალდის ზატლერსთან ერთად, სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, 5 წლის განმავლობაში მისი მთავარი ბარომეტრი იყოს ის, თუ როგორ ხვდებოდა ხალხი ქუჩებში.

„დამიჯერეთ, ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანთანაა დაპირისპირებული და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, შეარყიოს მისი მმართველობა, და აი ამ რთულ მომენტებში, არა მასმედიით, არა გამოჩენილი თუ აზრის შემქმნელი ადამიანებისგან, არამედ დუშეთისა და თბილისის ქუჩებში ჩემი მთავრი ბარომეტრი იყო ის, როგორ მხვდებოდა ხალხი და ამ განცდით ვრწმუნდებოდი, რომ მე სწორი გზით მივდიოდი თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics