|
2018-08-31 15:57:27, 737 ნახვა
რეგიონი
დღეს და ხვალ, ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„ბათუმობის“ დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული: „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს, „ბათუმობის“ დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება ხულოს, ვახტანგ გორგასლის, კოსტანტინე გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ნოე ჟორდანიას, მერაბ კოსტავას და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩებზე. დღეს, 20:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა ასევე შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზეც (მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან მემედ აბაშიძისა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩების კვეთამდე). ავტოტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დააარეგულირებენ. მძღოლებს მოძრაობა ალტერნატიული, შემოვლითი ქუჩებით შეეძლებათ. ღონისძიების დასრულების შემდეგ ბათუმის ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)